+(995 32) 210 20 80

ინდოეთის ოკეანეში გაფანტული 1190 კუნძული. თეთრი სანაპიროები, მარჯნის გამოქვაბულები, ქოქოსის და ბანანის პალმები, ფირუზისფერი წყალი, ულამაზესი წყალქვეშა სამყარო, ბუნგალოები წყალში და ხმელეთზე...
მალდივებზე ფართოდ არის განვითარებული ტურიზმი და იზიდავს წყვილებს, ახალდაქორწინებულებს ან უბრალოდ, ეგზოტიკური დასვენების მოყვარულებს.
ექსკლუზიური ტურისტული მიმართულება, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო დასასვენებელი ადგილების სიაში ლიდერობს, დამსვენებლებს სთავაზობს კომფორტულ სასტუმროებს, სპა ცენტრებსა და მასაჟის კაბინეტებს, ეგზოტიკურ რესტორნებსა და სათავგადასავლო ექსკურსიებს.
მალდივის კუნძულები ნამდვილი სამოთხეა დაივინგის მოყვარულთათვის: კამკამა წყალი, უამრავი ეგზოტიკური თევზი, ულამაზესი მარჯნის რიფები და მრავალფეროვანი ნიჟარები.
მალდივის ატოლები არის მარჯნისგან ფორმირებული სტრუქტურები, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად არის შემოსაზღვრული ლაგუნით. ერთი ატოლი შეიძლება იყოს ერთი კუნძული ან კუნძულთა ჯგუფი. მალდივის ატოლები არის 2000 კმ-ის სიგრძის ჩაგოს არქიპელაგის შემადგენელი ნაწილები. სულ ცნობილია 26 მალდივის ატოლი.
ტურისტული ზონები ძირითადად განთავსებულია 12 ატოლზე: ჩრდილოეთ მალეს ატოლი, სამხრეთ მალეს ატოლი, შავიანი ატოლი, კააფუ ატოლი, სამხრეთ რაას ატოლი, ჩრდილოეთ რაას ატოლი, ვაავუ ატოლი, დაალუ ატოლი, მეემუ ატოლი, ბაა ატოლი, ლავიანი ატოლი, სეენუ ატოლი.
სასტუმროები განლაგებულია შემდეგი პრინციპით: ერთი კუნძული – ერთი კურორტი.
აეროპორტიდან თქვენთვის სასურველ კუნძულზე მოხვედრა შესაძლებელია მოტორიანი ნავის ან წყლის თვითმფრინავის საშუალებით.
დედაქალაქი – მალე, მსოფლიოში ყველაზე პატარა დედაქალაქი
აეროპორტი – მალეს შემადგენელ კუნძულ ჰულჰულეზე მდებარეობს.
კუნძულების რაოდენობა – 1190, მათგან დასახლებული 200.
ოფიციალური ენა – “დივეჰი”, ინგლისური
დრო – GMT + 5
სახელმწიფო რელიგია – ისლამი
ვიზა – გაიცემა აეროპორტში, ჩაფრენისთანავე.
ფულის ერთეული – მალდივური რუპია.
ფეხის ქირა – არ არის აუცილებელი, თუმცა კარგი მომსახურებისთვის შეიძლება პერსონალის წახალისება. ზოგიერთ კურორტზე უკვე დამატებულია მომსახურების ღირებულება, ასე რომ, არ არის საჭირო დამატებითი თანხის დატოვება.
კლიმატი – ეკვატორული, ტროპიკული. ცხელა წელიწადის ყველა დროს. მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო არის ოქტომბერი – მაისი. საშუალო წლიური ტემპერატურა 28-30 გრადუსი.
დასვენების დღეები და დღესასწაულები – სახელმწიფო სამუშაო დღეებია კვირიდან ხუთშაბათამდე. კერძო სექტორი შაბათი – ხუთშაბათი.
ბანკები მუშაობს 08:00 – 13:30, კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით. გადახდისთვის მიიღება ასევე დოლარი და ევრო, საკრედიტო ბარათები.
სამზარეულო – უმეტეს კურორტზე არის როგორც ადგილობრივი აზიური, ასევე ევროპული სამზარეულო. ჭარბობს ბრინჯისა და თევზის პროდუქტები. ძირითადი დესერტი ქოქოსია, ასევე სხვადახვა ხილის და ბრინჯის ტკბილი კერძები.
სასმელი – ჩაი, დიდი რაოდენობით რძით და შაქრით.
ტურისტებისთვის
ალკოჰოლური სასმელების საზღვარზე შეტანა, საზოგადოებრივ ადგილებში დალევა, გარდა კურორტებისა, მკაცრად აკრძალულია.
ასევე დაუშვებელია ნარკოტიკების, პორნოგრაფიისა და ღორის ხორცის პროდუქტების შეტანა.
მარჯნის მოჭრა, ნიჟარების შეგროვება და თევზის დამოუკიდებლად დაჭერა ჯარიმდება.
მალეში სეირნობისას ტანსაცმელი უნდა იყოს მუსულმანური ტრადიციების შესაბამისი. გრძელი ქვედაბოლო ან შარვალი.
მაღალი ტემპერატურის გამო არ არის რეკომენდირებული ადგილობრივი წყლის გამოყენება.
მეჩეთში შესვლისას საჭიროა ფეხზე გახდა.
ადგილობრივი ქალებისადმი არ შეიძლება ზედმეტი ყურადღების გამოჩენა.
შიშვლად ბანაობა აკრძალულია ყველა კუნძულზე, გარდა კუნძული კურამატისა.
დაივინგის და უბრალოდ წყალში ცურვის დროსაც უნდა ერიდოთ მარჯნის რიფებს და შხამიან თევზებს, განსაკუთრებით ზღვის ზღარბს.

| კატეგორია | 5*+ |
| მისამართი | Rangali Island |
| უბანი | 90 კმ აეროპორტიდან, 30 წუთი წყლის თვითმფრინავით |
| ვებ გვერდი | conradhotels1.hilton.com/en/ ch/hotels/index.do |
| სასტუმროს მომსახურება | 50 წყლის ვილა, 79 ვილა პლიაჟზე, 21 წყლის სპა ვილა; წყალქვეშა რესტორანი, 2 სპა ცენტრი |

| კატეგორია | 5*+ |
| მისამართი | Landaa - Baa Atoll (იუნესკოს ბიოსფეროს დაცვის ძეგლი) |
| უბანი | 30 წუთი აეროპორტიდან წყლის თვითმფრინავით |
| ვებ გვერდი | www.fourseasons.com/maldiveslg/ |
| სასტუმროს მომსახურება | წყლისა და პლიაჟის ვილები, არაჩვეულებრივი სპა, მრავალფეროვანი სამზარეულო |

| კატეგორია | 5*+ |
| მისამართი | Fesdu Island - North Ari Atoll |
| უბანი | აეროპორტიდან 45 წუთის საფრენ მანძილზე წყლის თვითმფრინავით |
| ვებ გვერდი | www.starwoodhotels.com/whotels /property/overview/index.html |
| სასტუმროს მომსახურება | წყლისა და პლიაჟის ბუნგალოები, საკუთარი აუზები, სპა ცენტრი, არაჩვეულებრივი სამზარეულო და რესტორნები |

| კატეგორია | 5*+ |
| მისამართი | Reethi Rah - North Male Atoll |
| უბანი | 35 კმ მალეს აეროპორტიდან |
| ვებ გვერდი | reethirah.oneandonlyresorts.com/ |
| სასტუმროს მომსახურება | წყლისა და პლიაჟის სრულად აღჭურვილი ბუნგალოები, სპა ცენტრი, რესტორნები |

| კატეგორია | 5*+ |
| მისამართი | Lankanfushi - Kaafu Atoll |
| უბანი | აეროპორტიდან 20 წუთი მოტორიანი ნავით |
| ვებ გვერდი | www.atollparadise.com/product.php |
| სასტუმროს მომსახურება | 44 ვილა წყალზე ღია ცისქვეშა სააბაზანოთი, საკუთარი ტერასებით, ცნობილი Six Senses სპა, საცურაო აუზი |

| კატეგორია | 5*+ |
| მისამართი | North Male Atoll |
| უბანი | 30 წუთი აეროპორტიდან მოტორიანი ნავით |
| ვებ გვერდი | huvafenfushi.peraquum.com/ |
| სასტუმროს მომსახურება | ბუნგალოები წყალზე და პლიაჟზე, წყლის ბუნგალოები შუშის იატაკით, წყალქვეშა სპა ცენტრი, პლიაჟი ბუდუარებით |



















